пятница, 16 ноября 2018 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დავასრულე პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა; გადავხედე ყველა შემნილ მასალასა და რესურს. ფრიად კმაყოფილი გახლავართ:)
ასევე მოვისმინე ტრენინგის ყველა მონაწილის მიერ შექმნილი პროექტები;
შევაფასეთ მონაწილეთა ბლოგები;

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

суббота, 10 ноября 2018 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვისაუბრეთ, როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს დიფერენცირბული სწავლების პროცესში,  ვიმუშავე ფასილიტაციის მასალეზე; გადავხედე ნამუშევრებს, ვიმუშავე პროექტის გეგმის დახვეწაზე.
   მადლობა ქალბატონო ხათუნა სასიამოვნო კომუნიკაციისა და სწავლებისათვის!

пятница, 9 ноября 2018 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე.
ვიმუშავეთ მოსწავლეთა საწიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დადგენაზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტანე ცვლილებები სასწავლო პროექტში.

пятница, 2 ноября 2018 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავე პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადებაზე; დავასრულე და ვისწავლე ბლოგზე ატვირთვა;
გავეცანი სასწავლო მოდულის მესამე ნაწილს. ინტერნეტის გამოყენება სასწავლო პროცესში;
ჩამოვტვირთე საავტორო უფლებების ფაილი და შევავსე საჭირო ინფორმაციით. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


пятница, 26 октября 2018 г.

ტრენინგის მესამე დღე

  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა

воскресенье, 21 октября 2018 г.

ტრენინგის მეორე დღე

დღეს მოვამზადეთ პუბლიკაციები.ვფიქრობ პუბლიკაციის რომელი სახე გამომადგება:გაზეთი, ბროშურა. ვნახე როგორც ამერიკული ასევე ჩვენი მასწავლებლების პუბლიკაციები. შევქმენი პროექტის გეგმის შაბლონი და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.

суббота, 20 октября 2018 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენერმა გაგვაცნო ინტელის კურსის მიზნები და ამოცამები, როგორ დავგეგმოთ და შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისუნარ-ჩვევების განვითარებას.
პროექტისათვის მოვამზადე საქაღალდე, შევქმენი ახალი ბლოგი.